რა შემთხვევაში დათანხმდება ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებას?

რა შემთხვევაში დათანხმდება ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებას?

1869944
რა შემთხვევაში დათანხმდება ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებას?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, მანამ, სანამ მისი ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანა არ მოხდება.

ზელენსკიმ აღნიშნული განცხადებები, გუშინ ლვოვში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, პრეზიდენტ ერდოღანის და გენერალურ მდივან გუტერეშის მასპინძლობა. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გუტერეშს და ბატონ ერდოღანს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, ჯერ რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, შემდგომ ვნახოთ“, აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



მსგავსი ინფორმაციები