პაკისტანელმა და ამერიკელმა გენერლებმა სამხედრო ურთიერთობები განიხილეს

პაკისტანელმა და ამერიკელმა გენერლებმა სამხედრო ურთიერთობები განიხილეს

1870035
პაკისტანელმა და ამერიკელმა გენერლებმა სამხედრო ურთიერთობები განიხილეს

პაკისტანელმა და ამერიკელმა გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობები განიხილეს.

პაკისტანის არმიის განცხადებით, სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი კამარ ჯავიდ ბაჯვა, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელს გენერალ მაიკლ ერიკ კურილას ქალაქ რავალპინდში შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინტერესის, რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს პაკისტანის არმიისადმი მხარდაჭერა ტერორიზმთან ბრძოლაში და არმიის წვლილი რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში, ასევე სამხედრო წვრთნების გაცვლითი პროგრამა პაკისტანსა და აშშ-ს შორის.


საკვანძო სიტყვები: #ამერიკა , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები