ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა

1869470
ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეჰოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ღამით ხარკოვში სამსართულიან შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ტერეჰოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. მისივე თქმით, ყველა დაშავებულს გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარებ და უსახლკაროები თავშესაფარით უზრუნველყვეს.

მერმა ტერეჰოვმა ასევე აღნიშნა: "რაც არ უნდა დაბომბონ უკრაინა და ხარკოვი, ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ. ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს და სიკვდილს."

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები