რუსეთი ამტკიცებს, რომ საბრძოლო მასალები ხანძრის შედეგად აფეთქდა

რუსეთი ამტკიცებს, რომ საბრძოლო მასალები ხანძრის შედეგად აფეთქდა

1868496
რუსეთი ამტკიცებს, რომ საბრძოლო მასალები ხანძრის შედეგად აფეთქდა

რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში დროებით შენახული საბრძოლო მასალა აფეთქდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირიმის ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეს მახლობლად, ხანძარი გაჩნდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო ნაწილის კუთვნილი საბრძოლო მასალა დროებით ინახებოდა.

იქვე ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად საბრძოლო მასალა აფეთქდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მაისკოიეს მახლობლად ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #ყირიმი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები