ნიგერიის ჯიგავას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჯიგავას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა

1867928
ნიგერიის ჯიგავას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჯიგავას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (SEMA) გენერალურმა მდივანმა ალჰაჯი იუსუფ სანი ბაბურამ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ძლიერმა წვიმამ შტატის 27 რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია.

ბაბურას განცხადებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.

მან აღნიშნა, რომ ასობით სახლი დაზიანდა, ათასობით ადამიანმა თავი შეაფარა რეგიონში არსებულ 11 დროებით ბანაკს, ზოგიერთმა კი საზოგადოებრივ შენობებს.

ბაბურამ განაცხადა, რომ მთავრობამ მოაწყო დროებითი ბანაკები წყალდიდობით დაზარალებულთათვის და გაუგზავნა მათ ჰუმანიტარული დახმარება, როგორიცაა მედიკამენტები და საკვები.

კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის ექსპერტებმა გააკეთეს გაფრთხილება, რომ ქვეყანაში 53 მილიონი ადამიანი წყალდიდობის საფრთხის წინაშეა.

გასულ თვეში იობეს შტატში კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 12 დასახლება კი წყლით დაიტბორა.

ტროპიკული კლიმატის ზონაში მყოფ ქვეყანაში საშუალო წლიური ნალექი რეგიონების მიხედვით იცვლება.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები