ესპანეთში ისევ ტყეები იწვის
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, არაგონის რეგიონში ტყის ხანძრის გამო 1300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, არაგონის რეგიონში ტყის ხანძრის გამო 1300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
არაგონის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაში აღინიშნა, რომ ტყის ხანძარი, რომელიც 13 აგვისტოს დაიწყო სარაგოსას ანონ დე მონკაიოს რაიონში, კვლავ ძლიერდება ძლიერი ქარისა და უკიდურესად ცხელი ამინდის გავლენით.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის გამო უსაფრთხოების ზომების ფარგლებში 8 დასახლებიდან დაახლოებით 1300 ადამიანი იქნა ევაკუირებული.
ხანძარმა, რომელიც აქტიურია სამ სხვადასხვა წერტილში, დააზიანა 8 ათასი ჰექტარი ფართობი, 4 გზა სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაიკეტა და ჩაქრობის სამუშაოებში 300 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ჯარისკაცები მონაწილეობენ.
ესპანეთში, რომელსაც ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი ჰქონდა ტყის ხანძრების კუთხით, წლის დასაწყისიდან 7 ათასზე მეტი ხანძრის შედეგად 240 ათასი ჰექტარი ფართობი დაიწვა.
მსგავსი ინფორმაციები

ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა
პაკისტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა