დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის

1866818
დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება, წლის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიცემული სარაკეტო სისტემების წარმატებით გამოყენების შემდეგ მიიღეს.

თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის სიტყვებზე დაყრდნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს "განაგრძონ დაცვა რუსული აგრესიისგან და შორი დისტანციური არტილერიის განურჩეველი გამოყენებისგან".

უოლესმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებენ ამ "არალეგალური ომის" წინააღმდეგობას და "(რუსეთის პრეზიდენტი) პუტინის მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ თავდაცვისთვის უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევენ".

განცხადებაში აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს კიდევ მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს და აღნიშნული სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთის ვალდებულებას მოამზადოს დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებსაც კანადა, დანია, შვედეთი, ფინეთი და ჰოლანდიაც დაუჭერს მხარს.

 



მსგავსი ინფორმაციები