შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ სანი აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა

შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ სანი აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა

1866038
შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ სანი აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა

კარატის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ სანიმ, ეგვიპტის პრეზიდენტთან აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან სატელეფონო საუბარი გამართა. კატარის საამიროს სამდივნოდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალ სანისა და ალ-სისის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ისრაელის მხრიდან ბლოკადაში მყოფ ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმები იქნა განხილული.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ორი ქვეყნის ურთიერთობები, სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები, რეგიონალური და საერთაშორისოს საკითხებიც იქნა განხილული.

ცნობისათვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის მხრიდან ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორზე 5 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 14 ბავშვი და 4 ქალია.



მსგავსი ინფორმაციები