სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1866205
სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. სააგენტო Yonhap-ის თანახმად, ძლიერი წვიმები დედაქალაქ სეულში და მის შემოგარენში დაფიქსირდა. ძლიერი წვიმების გამო 2500-ზე მეტი სახლი და შენობა დაიტბორა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეულსა და მიმდებარე ქალაქებში 800-მდე შენობა დაზიანდა და სულ მცირე 1253 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამინისტრომ წყალდიდობის მონიტორინგის დონე „სერიოზულად“ გაზარდა.

მეორეს მხრივ, სატყეო სამსახურმა ქვეყნის 47 ქალაქსა და რეგიონში მეწყერის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #სამხრეთ კორეა

მსგავსი ინფორმაციები