უკრაინა მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა

უკრაინა მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა

1865712
უკრაინა მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შავი ზღვის პორტები დღეს მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა. სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი სახელწოდებით, „Ocean Lıon“ რომელსაც 64 720 ტონა სიმინდი გადააქვს სამხრეთ კორეაში უკრაინის პორტიდან გამოვიდა. მეორე მხრივ, თურქეთის დროშიც ქვეშ მცურავი გემი სახელწოდებით, „Rahmi Yağcı“, რომელსაც 5300 ტონა მზესუმზირის ფქვილი გადააქვს, დღეს დილით, ჩერნომორსკის პორტიდან გამოვიდა და სტამბოლისკენ მოემართება.


საკვანძო სიტყვები: #მარცვლეული , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები