ეუთოს გენერალური მდივანი თურქეთის მარცვლეულთან დაკავშირებით ძალისხმევას მიესალმება

ეუთოს გენერალური მდივანი თურქეთის მარცვლეულთან დაკავშირებით ძალისხმევას მიესალმება

1865373
ეუთოს გენერალური მდივანი თურქეთის მარცვლეულთან დაკავშირებით ძალისხმევას მიესალმება

ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა, თურქეთის მხრიდან გაეროს ზედამხედველობის ქვეშ მარცვლეულის კრიზისთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველას მხრიდან მისასალმებელი უნდა იყოს.

ჰელგა მარია შმიდმა დედაქალაქ ანკარაში გამართულ ელჩების მე-13 კონფერენციაზე ისაუბრა.

„თურქეთის მხრიდან გაეროსთან ერთად მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშრებით გაწეული დიპლომატია მართლაც და მისასალმებელია. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვები მასალები და სასუქები უკრაინიდან მსოფლიოში გადაიტანონ. საკითხთან დაკავშირებით გაწეული თურქული დიპლომატია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური დიპლომატიური მისიაა. თურქეთი მოქმედებს როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ამგვარად, თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ქვეყანაა მსოფლიოს ამ პლურალისტური გაგებისთვის“, განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა.

მან, უზბეკეთიდან, ავღანეთის მიმართ გაწეულ დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პროცესში თურქეთმა მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური მისია შეასრულა.

ჰელგა მარია შმიდმა ბოლოს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაწყებულ ნორმალიზაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამაში თურქეთს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რა, ყველას მხრიდან მხარდაჭერილ უნდა იქნეს.



მსგავსი ინფორმაციები