უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატან გრძელდება

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატან გრძელდება

1865030
უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატან გრძელდება

თურქეთის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შავი ზღვის პორტები დღეს მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა.

სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „სტამბოლში შექმნილი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობის ფარგლებში გრძელდება მარცვლეულის გადაზიდვები უკრაინის პორტებიდან. დღეს დილით „Sacura“-ს სახელწოდების გემმა, რომელსაც 11 ათასი ტონა სოია გადააქვს იტალიაში, იუჟნიდან გავიდა. ხოლო, გემი სახელად Arizona, რომელსაც 48 ათას 458 ტონა სიმინდი გადააქვს, ჩერნომორსკიდან გავიდა.“

სამინისტროს თავის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 4 გემი, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ უკრაინის პორტებიდან, დღეს, სტამბოლში შესაბამის ინსპექტირებას გაივლიან და დანიშნულების ადგილისკენ გააგრძელებენ გადაადგილებას.



მსგავსი ინფორმაციები