მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი უკრაინის პორტიდან გავიდა

მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი უკრაინის პორტიდან გავიდა

1863991
მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი უკრაინის პორტიდან გავიდა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანამის, მალტის და თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ სამი გემი, რომლებიც მარცვლეულით არიან დატვირთული, უკრაინის პორტებიდან გამოვიდნენ.

სამინისტროს განცხადებით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „ნავისტარი“, რომელმაც უკრაინიდან ირლანდიაში 33 ათასი ტონა სიმინდი უნდა გადაიტანოს, ოდესის პორტიდან გამოვიდა. გემს სტამბოლის ჩრდილოეთით მდებარე ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი შეამოწმებს.

ამავე ინფორმაციით, მეორე გემი, რომელსაც 13 ათასი ტონა სიმინდი აქვს დატვირთული და დიდი ბრიტანეთისკენ მიემგზავრება, ჩერნომორსკის პორტიდან უკვე გამივიდა.  მალტის დროშის ქვეშ მცურავ „Rojen“-ის სახელწოდების გემის კურსს ასევე აკონტროლებს ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი.

ხოლო მესამე გემი, რომელიც თურქეთის დროშის ქვეშ ცურავს და უკრაინის ჩერნომორსკის პორტში იდგა, მას 12 ათასი ტონა სიმინდის გადააქვს ქარასუში. ეს გემიც სანამ ქარასუში ჩავა, სტამბოლის ჩრდილოეთით მდებარე ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი შეამოწმებს.

მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ალექსანდრე კუბრაკოვს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრების დროს, მარცვლეულის გადაზიდვებთან დაკავშრებით ბოლო მოვლენები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები