ემანუელ მაკრონ-ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ემანუელ მაკრონ-ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1864163
ემანუელ მაკრონ-ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, ბოლო დღეებში რეგიონში წარმოქმნილი დაძაბულობა განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მაკრონმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებისა და 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის (ყარაბაღის შესახებ) დებულებების შესრულების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის დიალოგის გაგრძელებას.

სატელეფონო საუბრის დროს, თავის მხრივ, ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან მორიგი სამხედრო პროვოკაცია განხორციელდა აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი დანაყოფები არიან განლაგებული. მისივე თქმით, პროვოკაციის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები