კოსოვოსა და სერბეთს შორის გადასაკეტად მოწყობილი ყველა ბარიკადი მოიხსნა

კოსოვოსა და სერბეთს შორის გადასაკეტად მოწყობილი ყველა ბარიკადი მოიხსნა

1862705
კოსოვოსა და სერბეთს შორის გადასაკეტად მოწყობილი ყველა ბარიკადი მოიხსნა

გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვოსა და სერბეთს შორის, „სერბული დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნებთან" დაკავშრებით ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი დაძაბულობის გამო, ქვეყნის ჩრდილოეთით გზების გადასაკეტად მოწყობილი ყველა ბარიკადი მოიხსნა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯალალ სვეკლამ დაადასტურა, რომ კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში სერბეთთან სასაზღვრო პუნქტებისკენ მიმავალ გზებზე განთავსებული ყველა ბარიკადი მოხსნილია.

„არალეგალური სერბული ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთით 9 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ბარიკადები მთლიანად მოიხსნა. უზრუნველყოფილია გადაადგილების სრული თავისუფლება და მოქალაქეებისთვის გაიხსნა ჟარინჯისა და ბრნჯაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტები. მსგავსი თავდასხმები პრობლემებს უქმნის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის სტაბილურობას. ჩვენმა მთავრობამ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომ  მოხსნილ იქნას ეს ბარიკადები და თავისუფალი გადაადგილება, 1 სექტემბრამდე მაინც. ეს კი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. თუ მოქალაქეების ან კიდევ სამართალდამცველების მიმართ გაიხსენება რაიმე სახის ცეცხლი, აუცილებლად აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და დამნაშავეებიც შესაბამისად დაისჯებიან“, განაცხადა ჯალალ სვეკლამ.



მსგავსი ინფორმაციები