ჰოსტელში  გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ჰოსტელში  გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

1861019
ჰოსტელში  გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ერთ-ერთ ჰოსტელში  გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩნდა.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსტელში ხანძრის სიგნალიზაცია იყო, მაგრამ ის არ მუშაობდა.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ჰოსტელი , #მოსკოვი

მსგავსი ინფორმაციები