რუსეთი მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

რუსეთი მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

1860654
რუსეთი მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ ივან ნეჩაევმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შესახებ სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებების განსახორციელებლად მხარეები აუცილებელ მექანიზმებზე მუშაობენ.

ნეჩაევმა მოსკოვში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე დღის წესრიგთან დაკავშრებით შეფასებები გააკეთა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებებს ხელი გასულ კვირას სტამბოლში მოეწერა. „ნაადრევია საუბარი შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებაზე. სულ რამდენიმე დღე გავიდა. მხარეები ქმნიან ყველა საჭირო მექანიზმს შეთანხმებებში დასახული მიზნების შესასრულებლად“, თქვა მან.

მისივე თქმით, ისინი იცავენ ხელშეკრულებებში ნაკისრ ვალდებულებებს და ამ შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელების მომხრენი არიან.

„სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების კონსტრუქციულ ინიციატივებს, მათ შორის გაეროს გულწრფელ მხარდაჭერას და საერთაშორისო საზოგადოების კეთილსინდისიერ მიდგომას, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში“, განაცხადა ივან ნეჩაევმა.



მსგავსი ინფორმაციები