ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მოხმარების გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მოხმარების გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1860295
ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მოხმარების გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ინდოეთის გუჯარათის შტატში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მოხმარების გამო დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა.

შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სიკვდილის გამომწვევი ფალსიფიცირებული სასმელი 98,71 პროცენტ მეთილის სპირტს შეიცავდა. მათივე ინფორმაციით, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით მოწამლული 88 ადამიანი სტაციონარში გადის მკურნალობას.

ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისათვის 9 ადამიანი იქნა დაკავებული.

ცნობისათვის, 1960 წლიდან გუჯარათის შტატში ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება აკრძალულია.



მსგავსი ინფორმაციები