ნიდერლანდებმა უკრაინაში ექსპერტთა ჯგუფი გააგზავნა

ექსპერტთა ჯგუფმა დედაქალაქ კიევსა და მის გარშემო გამოძიების დროს სხვადასხვა დანაშაულის მტკიცებულება აღმოაჩინა

1860200
ნიდერლანდებმა  უკრაინაში ექსპერტთა ჯგუფი გააგზავნა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდებიდან უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად გაგზავნილმა 30 ადამიანისგან შემდგარმა ექსპერტთა ჯგუფმა დედაქალაქ კიევსა და მის გარშემო გამოძიების დროს სხვადასხვა დანაშაულის მტკიცებულება აღმოაჩინა.

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება ჩატარდა უკრაინის სხავადასხვა ადგილზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან 24 თებერვლიდან დღემდე მკვლელობის, სექსუალური ძალადობის, სახლებისა და საავადმყოფოების დანგრევის  მსგავს ადამიანის უფლებების დარღვევის საკითებზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციის 30 კაციან შემადგენლობაში შედიოდნენ სასამართლო მედიცინის სპეციალისტები, დამხმარე პერსონალი, პოლიციის ინსპექტორები და უსაფრთხოების ექსპერტები.

განცხადების მიხედვით, დადგენილ სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით მტკიცებულებები მრავალფეროვანია და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა შესძლეს დანაშაულისა და მტკიცებულებების უფრო ნათლად გამოვლენა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა სასამართლო მედიცინის სპეციალისტმა, პროფესორმა ბელა კუბატმა განაცხადა: „ომის კვალი ყველგან ჩანს. სამხედრო სამიზნეებიდან შორს არის ნგრევა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებში“. მან მიუთითა დასკვნაზე, რომ თავდასხმების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

კუბატმა განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა კიევში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სახელით მტკიცებულებების შეგროვებისა და ადგილობრივი ელემენტების მხარდაჭერის მიზნით.

"ჩვენ მოვიპოვეთ ბევრი ხელშესახები და ციფრული მტკიცებულება დანაშაულის ადგილზე. დავაკვირდით ისეთ დეტალებს, როგორიცაა რას ჭამდნენ ადამიანები, რა მედიკამენტებს იყენებდნენ." -თქვა ბელა კუბატმა.

ვინაიდან უკრაინა და რუსეთი არ არიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარეები, სასამართლოს არ აქვს ზოგადი იურისდიქცია ამ ორი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ან ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელიც მონაწილეობდა ჰააგაში 14 ივლისს გამართულ ონლაინ კონფერენციაში სახელწოდებით "უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების დასჯა",  განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულებების დასასჯელად სურს შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, როგორც ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში.



მსგავსი ინფორმაციები