ესპანეთსა და იტალიაში ტყის ხანძრების გამო ათობით ათასი ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა

ესპანეთსა და იტალიაში ტყის ხანძრების გამო ათობით ათასი ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა

1858941
ესპანეთსა და იტალიაში ტყის ხანძრების გამო ათობით ათასი ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთსა და იტალიაში ტყის ხანძრების გამო ათობით ათასი ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა.

ესპანური მედიის ცნობით, ევროკავშირის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მიხედვით, 2022 წლის დასაწყისიდან ესპანეთში 200 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა.

ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის კანარის ერთ-ერთ  კუნძულზე ტენერიფეში ხუთშაბათს გაჩენილი ტყის ხანძარი, გრძელდება.

ტენერიფეში ტყის ხანძარმა 2423 ჰექტარი მწვანე ფართი დააზიანა. კუნძულის ჩრდილოეთით სიფრთხილის მიზნით დაახლოებით 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ესპანეთზე ცოტა, მაგრამ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე განადგურდა წლის დასაწყისიდან იტალიაში ხანძრის შედეგად.

ევროკავშირის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით იტალიური სააგენტო ANSA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს იტალიაში 243 ხანძრის შედეგად 27 ათას 883 ჰექტარი ტყის ფართობი დაზიანდა.

იტალიის სხვადასხვა წერტილში ტყის ხანძრები ისევ გრძელდება.

იმავდროულად, ორივე ქვეყანაში ისევ ექსტრემალური სიცხეებია. იტალიასა და ესპანეთში ანომალიური სიცხის გამო ზოგიერთ ქალაქში წითელი განგაში გამოცხადდა.

აღინიშნა, რომ ესპანეთის სამხრეთით მდებარე კადიზსა და კორდობაში ტემპერატურა 45 გრადუსამდე გაიზარდა, იტალიის 19 ქალაქში კი მოსახლეობა გააფრთხილეს, რადგან ტემპერატურა 40 გრადუსს ზემოთ ავიდა.


საკვანძო სიტყვები: #ტყის ხანძარი , #იტალია , #ესპანეთი

მსგავსი ინფორმაციები