CIA-ს დირექტორი: "რუსეთმა უკრაინაში 15000 ჯარისკაცი დაკარგა"

უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში რუსეთმა 15 000 ჯარისკაცი დაკარგა და ამასთან ახლოს არის უკრაინის არმიის დანაკარგებიც

1857773
CIA-ს დირექტორი: "რუსეთმა უკრაინაში 15000 ჯარისკაცი დაკარგა"

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში რუსეთმა 15 000 ჯარისკაცი დაკარგა და ამასთან ახლოს არის უკრაინის არმიის დანაკარგებიც.

CIA-ს დირექტორი სიტყვით გამოვიდა კოლორადოში გამართულ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე.

ბერნსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ის თავის ქვეყანას კვლავ დიდ ძალად აქცევს და ეს მხოლოდ უკრაინის კონტროლით არის შესაძლებელი.

ომის მიმდინარეობისა და რუსეთის დანაკარგების შესახებ ბერნსმა აღნიშნა: „დანაკარგების საკითხზე ზუსტი რაოდენობა არ არის, ძირითადად შუალედებია. აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების უახლესი შეფასებით დაახლოებით 15000 დაიღუპა და სავარაუდოდ, სამჯერ მეტია დაშავებული. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგებია. უკრაინელებმაც ბევრი დანაკარგი განიცადეს. ალბათ ამაზე ცოტა ნაკლები“.



მსგავსი ინფორმაციები