რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა?

რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა?

1857030
რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა?

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც გუშინ ასტანის ფორმატის ფარგლებში თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე დასწრების მიზნით ირანში იყო ჩასული, თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდა. ეს, ორი ქვეყნის ლიდერის, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ პირველი პირისპირი შეხვედრა გახლდათ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: „სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციეს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები დადებითად აისახება მთელ მსოფლიოში. რუსეთის მიდგომა მედიაციის ფორმატშიც პოზიტიური მიმართულებით გრძელდება. ასევე ძალიან პოზიტიური იყო რუსეთის დელეგაციის მიდგომა ბოლო სტამბოლის მოლაპარაკებებზე (მარტში). შედეგი, რომელსაც აქედან მივიღებთ, ასევე დადებითად იმოქმედებს მთელ მსოფლიოში“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინთან გამართულ შეხვედრაზე.



მსგავსი ინფორმაციები