PKK მთელი ევროპის და ნატოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული

PKK მთელი ევროპის და ნატოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული

1855168
PKK მთელი ევროპის და ნატოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK, ევროკავშირის ყველა წევრის მიერ, მათ შორის შვედეთისა და ფინეთის მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.

იენს სტოლტენბერგი, ევროპარლამენტის, ევროკავშირ-ნატოს თანამშრომლობის შესახებ და გასულ თვეში, მადრიდში გამართულ ნატოს ლიდერთა სამიტის შეფასების სესიას დაესწრო სადაც მის მიმართ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

მან ასევე შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესიც შეაფასა და აღნიშნა: „თურქეთთან მიღწეული სამმხრივი მემორანდუმი ღიაა საზოგადოებისთვის. მისი წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები. მემორანდუმში მთავარი გზავნილი იყო ის, რომ სამი ქვეყანა უფრო მეტად ითანამშრომლებს ტერორიზმთან ბრძოლაში. PKK არის ტერორისტული ორგანიზაცია ევროკავშირის მიხედვით. PKK ითვლება ტერორისტად შვედეთის, ფინეთის და ევროკავშირის ყველა წევრის მიერ. დაზვერვის გაზიარება, ერთობლივი მუშაობა და ექსტრადიციის მოთხოვნებზე რეაგირება გონივრული და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეთანხმებას ექსტრადიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით, მიიღება შიდა კანონმდებლობისა და ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის ფარგლებში“, განაცხადა სტოლტენბერგმა.



მსგავსი ინფორმაციები