ომანში ძლიერი წვიმის გამო მრავალი ადამიანი დაიღუპა
ომანში ძლიერი წვიმის გამო მრავალი ადამიანი დაიღუპა
1855210

გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისიდან მოყოლებული ომანში ძლიერი წვიმის გამო 16 ადამიანი დაიღუპა, 4 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ქვეყნის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ONA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა, მოჰამედ ბინ ნასერ ალ-კენედიმ განაცხადა, რომ 7-12 ივლისს ძლიერი წვიმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური იყო. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში ძლიერი წვიმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 4 კი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მეორეს მხრივ, ომანის მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მთიან რეგიონებში შესაძლოა წვიმები გაგრძელდეს.
მსგავსი ინფორმაციები

ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა