კიევმა ფხენიანთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა
კიევმა ფხენიანთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა
1855156
უკრაინამ, ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი, ფხენიანის მხრიდან დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ ოფიციალურად აღიარება გახდა. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფხენიანის მცდელობა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, გაეროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების სრული დარღვევაა.
საკითხთან დაკავშრებით შეფასებები პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ამ გადაწყვეტილებას ყველა პლატფორმაზე მკაცრად უპასუხებენ.