ანტონიო გუტერეში თურქეთს მადლობას უხდის

ანტონიო გუტერეში თურქეთს მადლობას უხდის

1855155
ანტონიო გუტერეში თურქეთს მადლობას უხდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მადლიერება გამოხატა თურქეთის მიმართ, რომელმაც შავი ზღვიდან მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის დიდი ძალისხმევა გამოიჩინა.

ანტონიო გუტერეშმა ამის შესახებ, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე სტამბოლში გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

„მადლობას ვუხდი თურქეთის მთავრობას განსაკუთრებული ძალისხმევისთვის ამ მოლაპარაკებების დასაწყებად და მისი მნიშვნელოვანი როლისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს იმედის სხივი, რომ შევამსუბუქოთ ხალხის ტანჯვა, შევამსუბუქოთ შიმშილი მსოფლიოში, მხარი დავუჭიროთ განვითარებად ქვეყნებს და უზრუნველვყოთ სტაბილურობა. სტამბულში ჩვენ ვნახეთ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი შავი ზღვის გავლით უკრაინული სასურსათო პროდუქტის ექსპორტის უზრუნველსაყოფად. მივესალმები ყველას ერთგულებას, ვინც მუშაობს ჩვენი საერთო კაცობრიობისთვის შეთანხმების მიღწევაზე“, განაცხადა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტამბოლში თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს ოფიციალური პირების მონაწილეობით, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების საკითხის განსახილველად ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მხარეები სტამბოლში „საკოორდინაციო ცენტრის“ შეიქმნის თაობაზე შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები