ვინ გახდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი?
ვინ გახდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი?
1854856
დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ამ პოსტზე 8 კანდიდატია ნომინირებული.
კანდიდატები დაასახელა კონსერვატიული პარტიის 1922 წლის კომიტეტმა, რომელიც არჩევნების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. ნომინირებულთა სიაში მოსახვედრად, კანდიდატს პარტიიდან სულ მცირე 20 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიეღო.
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.