შრი-ლანკაში კრიზისი გრძელდება

შრი-ლანკაში კრიზისი გრძელდება

1854289
შრი-ლანკაში კრიზისი გრძელდება

შრი-ლანკაში, სადაც საკვების დეფიციტია, ორ დღეში მარცვლეულის ნაწარმი მთლიანად ამოიწურება. სააგენტო Ani News-ის ინფორმაციით, ცეილონის საცხობის მესაკუთრეთა ასოციაციის (ACBOA) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში საცხობი პროდუქტების თაროები 2 დღეში ცარიელი იქნება. მათივე განცხადებით, მალე ქვეყანაში საწვავის კრიზისთან ერად პურის კრიზისიც დაიწყება.

ცნობისათვის, ქვეყანაში არსებული კრიზისისა და არასტაბილური ეკონომიკის გამო, მარცვლეულის წარმოების 50 პროცენტი შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაში გასული კვირის ბოლოს მასობრივი საპროტესტო აქციები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაიწყო. დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი, ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის რეზიდენციას.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს.

თავის მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ საპროტესტო აქციებში 8 ადამიანი, მათ შორის მმართველი პარტიის პარლამენტის წევრი და 2 პოლიციელი დაიღუპა და 250 ადამიანი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები