ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ემუქრება

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ემუქრება

1853723
ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, პარლამენტის ქვედა პალატაში, დუმაში, წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და სპიკერებს შეხვდა სადაც სიტყვით გამოსვლის დროს დასავლეთს დაემუქრა და განაცხადა: „გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ“.

პუტინმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მათ და ასევე არიან, ქვეყნებიც, რომლებიც მათ წინააღმდეგ გამოდიან და მუდმივ პროპაგანდაში არიან ჩართული.  

„ჩვენ გვყავს ბევრი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და სხვა კონტინენტებზეც. რუსეთის წინააღმდეგ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები გვიქმნის სირთულეებს. მაგრამ ეს არ არის სანდო მათთვის, ვინც დაიწყო ეკონომიკური დაშინება რუსეთის წინააღმდეგ. მათი მიზანი იყო უთანხმოების გამოწვევა, არეულობა და ადამიანების დემორალიზება ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ აქაც არასწორად გამოთვალეს. არაფერი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, არც იქნება. დღეს გვესმის, რომ (დასავლეთს) უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. აბა, რა ვთქვა? აბა, სცადონ. ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედიაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, ზოგადად, ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად“.



მსგავსი ინფორმაციები