ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა

ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა

1853385
ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა. ბორის ჯონსონმა გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ნათელია, რომ პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება. სანამ ახალი ლიდერი აირჩევა, მოვალეობის შესრულებას გავაგრძელებ“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდ ბრიტანეთში რამდენიმე მინისტრმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადები გააკეთეს.

ჯონსონის გადადგომის უკან მყოფ მიზეზებს შორის ერთ-ერთი, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პერიოდში საკარანტინო წესების დარღვევაც სახელდება.



მსგავსი ინფორმაციები