რუსეთი ბულგარეთს ადეკვატურად უპასუხებს
რუსეთი ბულგარეთს ადეკვატურად უპასუხებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი ბულგარეთის გადაწყვეტილებას 70 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ ადეკვატურად უპასუხებენ. ლავროვმა ამის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით რუსეთში მყოფ, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრ, კარლოს ფარიასთან დედაქალაქ მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
პრესკონფერენციაზე, სოფიაში რუსეთის საელჩოში მომუშავე 70 დიპლომატის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების თაობაზე ლავროვმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „არაკანონიერია“.
„ჩვენი სამინისტროს შეფასებით, საელჩო ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ბულგარელ კოლეგებს შესაბამისად ვუპასუხებთ“, განაცხადა ლავროვმა.
მსგავსი ინფორმაციები

პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე ცერემონია გამართეს
პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე ცერემონია გამართეს

ნიგერიის ჯიგავას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ჯიგავას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა