კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრს თავდასხმა განხორციელდა

არის მსხვერპლი

1851300
კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრს თავდასხმა განხორციელდა

გავრცელებული ინფორმაციით, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, რომელთაგან 2 შვედეთის მოქალაქეა. კოპენჰაგენის პოლიციის პრესსპიკერმა სორენ ტომასმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ამაგერის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 კი დაშავდა. მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ 22 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს რა, არ გამორიცხავს, რომ ფაქტს ტერაქტთან ჰქონდეს კავშირი.  

სორენ ტომასმა ისიც აღნიშნა, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია რა, რეგიონში მაღალი დონის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაირკვევა, თავდასხმის მოტივი.



მსგავსი ინფორმაციები