ავსტრალია უკრაინას დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა

ავსტრალია უკრაინას დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა

1851528
ავსტრალია უკრაინას დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტისას, ამ ქვეყანას მეტ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. BBC-ის ცნობით, ალბანესი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას „რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი“ და დაჰპირდა დამატებით სამხედრო დახმარებას. ალბანესმა ასევე განაცხადა, რომ 16 რუს მინისტრს და ოლიგარქს სამგზავრო აკრძალვა დაუწესეს და რუსეთიდან ოქროს იმპორტი შეწყვიტეს.

მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 100 მილიონი ავსტრალიური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც ავსტრალიამ გადასცა უკრაინას, მოიცავდა უპილოტო საჰაერო ხომალდებს და 34 ჯავშანმანქანას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე კი ავსტრალიამ უკრაინას მთლიანობაში 390 მილიონი ავსტრალიური დოლარის დახმარება გაუწია.



მსგავსი ინფორმაციები