მაკრონი თურქეთის დამოკიდებულებით კმაყოფილია
მაკრონი თურქეთის დამოკიდებულებით კმაყოფილია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იგი მოხარულია, რომ თურქეთი შეუერთდა კონსენსუსს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში (ნატო) ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ემანუელ მაკრონმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ნატოს სამიტის დასასრულს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„მოხარული ვარ, რომ თურქეთი შეუერთდა კონსენსუსს, რათა უზრუნველყოს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მათი სუვერენული გადაწყვეტილების მხარდაჭერა“ განაცხადა მაკრონმა.
მსგავსი ინფორმაციები

პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე ცერემონია გამართეს
პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე ცერემონია გამართეს

ნიგერიის ჯიგავას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ჯიგავას შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 50 ადამიანი ემსხვერპლა