ინდოეთში მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1850714
ინდოეთში მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მანიპურის შტატში გუშინ მომხდარი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 16-მდე გაიზარდა.

ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნონის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ, 70-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, რომლებიც სარკინიგზო მაგისტრალზე მუშაობდნენ.

რეგიონის მცხოვრებლები, სადაც ნალექი ჯერ კიდევ გრძელდება, უსაფრთხო ზონებში გადაყვანას ითხოვენ

შტატების პრემიერ-მინისტრმა ნონგთომბამ ბირენ სინგმა თქვა, რომ დაღუპულთაგან 7-ის, რომელთა ვინაობაც დადგინდა, ჯარის წევრები იყვნენ.


საკვანძო სიტყვები: #მსხვერპლი , #მეწყერი , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები