ლინდსი გრემი თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას მხარს უჭერს

ლინდსი გრემი თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას მხარს უჭერს

1850389
ლინდსი გრემი თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას მხარს უჭერს

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აცხადებს, რომ მხარს უჭერს F-16-ების მიყიდვას თურქეთისთვის.

ლინდსი გრემი თავის Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს: „დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს F-16-ების მიყიდვას თურქეთისთვის, ჩვენი მნიშვნელოვანი ნატოს მოკავშირისთვის. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი წევრია. F-16-ების მათზე მიყიდვა, თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურება. თურქეთის საავიაციო შესაძლებლობების განახლება სარგებელს მოუტანს თურქეთს, აშშ-ს, ნატოს და რეგიონულ უსაფრთხოებას. აშშ სრულად უჭერს მხარს თურქეთის გეგმებს მისი F-16 ფლოტის მოდერნიზაციისთვის“.


საკვანძო სიტყვები: #F-16 , #თურქეთი , #ლინდსი გრემი

მსგავსი ინფორმაციები