ბულგარეთი ათეულობით რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ბულგარეთი ათეულობით რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

1849687
ბულგარეთი ათეულობით რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა, რომელმაც თანამდებობა  ორშაბათს დატოვა, განაცხადა, რომ ისინი სოფიაში  რუსეთის ფედერაციის საელჩოში მომუშავე 70 დიპლომატს „პერსონა ნონ გრატას“ გამოაცხადებენ.

პეტკოვმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„კვირას ველოდებით 70 ადგილიან თვითმფრინავს, რომელიც გაემგზავრება მოსკოვში. ეს არ არის აგრესია რუსი ხალხის წინააღმდეგ. ვინც საგარეო ინტერესებისთვის მუშაობს, იძულებული იქნება, დაბრუნდეს ქვეყანაში, საიდანაც მოვიდა".

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან ბულგარეთ-რუსეთის ურთიერთობები გაყინვის პირას მივიდა.

რუსეთის ელჩმა ელეონორა მიტროფანოვამ ბულგარეთის დამოუკიდებლობის 144 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ბულგარეთის ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისგან სუვერენიტეტისთვის შეადარა ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

ბულგარეთში რუსეთის ფედერაციის ძლიერი ლობის მიუხედავად, სოფიამ 2021 წლიდან 10-ზე მეტი რუსი დიპლომატი „ჯაშუშობის“ ბრალდებით გააძევა ქვეყნიდან.



მსგავსი ინფორმაციები