ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში ათეულობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში ათეულობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

1849115
ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში ათეულობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ სატვირთო მანქანაში, კიდევ 16 ადამიანი იყო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სან ანტონიოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკავების პროცესი.

საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.



მსგავსი ინფორმაციები