აკაბას პორტში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლო მოჰყვა

აკაბას პორტში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლო მოჰყვა

1849111
აკაბას პორტში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლო მოჰყვა

იორდანიაში წითელ ზღვაში მდებარე აკაბას პორტში ჩატვირთვის დროს, კონტეინერი, რომელშიც ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება ინახებოდა, ტრანსპორტირების დროს ჩამოვარდა, შედეგად ბოლო მონაცემებით 12 ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა.

იორდანიის ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ცენტრის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ აკაბას პორტში მომწამვლელი აირის შემცველი ავზის დავარდნისა და აფეთქების შედეგად გაზის გაჟონვა მოხდა.

მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის იორდანელები და უცხოელები, დაშავდა 260 ადამიანი, ხოლო 123 ადამიანი საავადმყოფოებში იქნა გადაყვანილი.

თავის მხრივ, პორტში გაზის გაჟონვის შემდეგ, სამოქალაქო თავდაცვის განყოფილებაში მომუშავე სახიფათო ტვირთის ექსპერტებმა შემთხვევის ადგილზე ჩაატარეს საჭირო გამოკვლევა, აფეთქების შემდეგ კი ტერიტორია ევაკუირებული იქნა.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #აკაბას პორტი

მსგავსი ინფორმაციები