აფრიკის კავშირი ექსკლავ მელილიას შტურმის მცდელობის გამოძიებას ითხოვს
აფრიკის კავშირი ექსკლავ მელილიას შტურმის მცდელობის გამოძიებას ითხოვს

აფრიკის კავშირის (AfB) კომისიის პრეზიდენტმა მუსა ფაკი მუჰამედმა გამოძიება მოითხოვა არალეგალური მიგრანტების მიმართ, რომლებიც დაიღუპნენ მაროკოდან ესპანეთში გადასვლისას. მუჰამედმა საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ სურათები, რომელიც გავრცელდა ფაქტთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი და საგანგაშო იყო. მუჰამედმა შესაბამის ორგანოებს მომხდარის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები ემიგრანტების მიმართ და დაიცვას ადამიანის უფლებები.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, დილით, აფრიკელი მიგრანტები შეეცადა მაროკოსა და ესპანური ექსკლავის, მელილიას საზღვარი გადაეკვეთა. ფაქტის აღკვეთის მიზნით ადგილზე მივლინებულ ესპანეთის სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.
მეორეს მხრივ, ესპანურმა არასამთავრობო ორგანიზაცია კამინანდო ფრონტერასმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის შედეგად 37 ემიგრანტი დაიღუპა.
მსგავსი ინფორმაციები

პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“
პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“