ნატო თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

ნატოს მორიგი განცხადება, ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის დამოკიდებულებაზე

1847088
ნატო თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი მუშაობენ თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათი წევრობა ძალიან მოკლე დროში შეუძლებელია.

საინფორმაციო საიტის Politico-ს პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის გაცემისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრობისთვის განაცხადების შესახებ ალიანსში არაერთხელ გამოითქვა განსხვავებული შეხედულებები.

სტოლტენბერგმა საკითხთან დაკავშირებით მაგალითებად მოიყვანა 1950-იანი წლების სუეცის კრიზისი, 1960-იან წლებში საფრანგეთის გამოყოფა ნატოს სამხედრო ფრთისგან, 1970-იან წლებში ომები აფრიკასა და ვიეტნამში და მოკავშირეებს შორის განსხვავებული დამოკიდებულება ერაყის ომთან მიმართებაში.

„ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ ვართ 30 სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა გეოგრაფიით, განსხვავებული ისტორიით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებით ხელისუფლებაში. მიუხედავად ყველა უთანხმოებისა, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ „დაიცვან ერთმანეთი“. მე მჯერა, რომ ჩვენ შეთანხმებულები ვართ ფინეთთან და შვედეთთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის დავსხდეთ და მოვაგვაროთ მოკავშირეების მიერ გამოთქმული უთანხმოება და შეშფოთება, როგორც ამას აკეთებს ახლა თურქეთი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი არის ერთადერთი ნატოს მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ტერორისტული თავდასხმებით. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება სირიას და ერაყს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხშიც ყველაზე დიდი წვლილი მათ შეაქვთ. როდესაც თურქეთი გამოთქვამს თავის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, ჩვენ დავსხდებით და ვეცდებით მათ გამოსწორებას. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც საშუალებას მისცემს ფინეთს და შვედეთს გახდნენ ალიანსის წევრები რაც შეიძლება მალე“, აღნიშნა სტოლტენბერგმა.



მსგავსი ინფორმაციები