ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1847522
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე რეგიონებში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით, 42 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის სერვისების გენერალური დირექტორატის ცნობით, წყალდიდობის შედეგად, ჩრდილო-აღმოსავლეთ სილჰეტის რეგიონში 21 ადამიანი დაიღუპა,  ჩრდილოეთ და ცენტრალურ მიმენსინგში 15 და  ჩრდილოეთ რანგპურის რეგიონში 3.

აღნიშნულ რეგიონებში ბოლო სამი დღის განმავლობაში მძვინვარე წყალდიდობის გამო 3400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი.

წყალდიდობამ ასევე სერიოზული ზიანი მიაყენა სახმელეთო გზებსა და რკინიგზას.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ბანგლადეში

მსგავსი ინფორმაციები