ინდოეთში წყალდიდობის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1846752
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ინდოეთის ასამის შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად შტატების ყველაზე დიდი მდინარე ბრაჰმაპუტრა, კალაპოტიდან გადავიდა რის გამოც კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ასამის შტატის კატასტროფების მართვის ორგანო (ASDMA) იტყობინება, ძლიერი წვიმების შედეგად 4,7 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

მეორეს მხრივ, სტიქიის გამო დახმარების ბანაკებში ამ დროისათვის 186 ათასი ადამიანი იქნა გადაყვანილი.

ინდოეთში ასამის შტატში ძლიერი წვიმები 6 აპრილიდან მოყოლებული გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აზიაში ივნის-სექტემბერში მოქმედი მუსონური წვიმები ყოველწლიურად იწვევს მასშტაბურ სტიქიურ უბედურებებსა, განსაკუთრებით ინდოეთში.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიობა , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები