ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1846987
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე რეგიონებში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით, 36 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის სერვისების გენერალური დირექტორატის ცნობით, წყალდიდობის შედეგად, ჩრდილო-აღმოსავლეთ სილჰეტის რეგიონში 18 ადამიანი დაიღუპა,  ჩრდილოეთ და ცენტრალურ მიმენსინგში 15 და  ჩრდილოეთ რანგპურის რეგიონში 3.

აღნიშნულ რეგიონებში ბოლო სამი დღის განმავლობაში მძვინვარე წყალდიდობის გამო 3000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი.

წყალდიდობამ ასევე სერიოზული ზიანი მიაყენა სახმელეთო გზებსა და რკინიგზას.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ბანგლადეში

მსგავსი ინფორმაციები