ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

1846083
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ისრაელის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირის ლაპიდი შეთანხმდნენ, რომ  ქვეყნის პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის (KAN) ინფორმაციით, კოალიციური პარტნიორები ბენეტი და ლაპიდი შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას პარლამენტის დაშლის შესახებ კენჭისყრა გაიმართება.

თუ პარლამენტი დაამტკიცებს რეზოლუციას, ისრაელში 3,5 წლის განმავლობაში უკვე მეხუთე ვადამდელი არჩევნები გაიმართება.

კოალიციური მთავრობის შეთანხმებით, ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი იქნება.

 



მსგავსი ინფორმაციები