იაირ ლაპიდი ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვდა

იაირ ლაპიდი ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვდა

1842959
იაირ ლაპიდი ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი ამ ქვეყანაში ვიზიტით მყოფ, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვდა. ლაპიდიმ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

„გასულ წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან. ეს კავშირები ისრაელის სახელმწიფოს სტრატეგიული გამარჯვებაა და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მის გასაძლიერებლად,“ აცხადებს, იაირ ლაპიდი.

შეხვედრასთან დაკავშირებით Twitter-ზე თავისი გზავნილი გაავრცელა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომელშიც იგი აღნიშნავს: „ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ორმხრივი თანამშრომლობისა და პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაძლიერებისთვის, მათ შორის უფრო ფართო საკითხების განხილვისას, როგორიცაა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგები სასურსათო უსაფრთხოებაზე და ენერგომომარაგებაზე“.



მსგავსი ინფორმაციები