ბრაზილია-პერუს საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ბრაზილია-პერუს საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1839375
ბრაზილიის დასავლეთით პერუს საზღვარზე 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,5 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტარაუაკას სამხრეთ-დასავლეთით 108 კილომეტრში, აკრის შტატში, პერუს საზღვართან იყო.
მიწისძვრა 616 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მიწისძვრის შედეგად რაიმე სახის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ დროისათვის არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.