ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის კენჭოსყრაზე 211 ხმით 148 წინააღმდეგ გაიმარჯვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, კონსერვატიულ პარტიაში, რომლის ლიდერიც ის არის, კენჭისყრაზე 211 ხმით 148-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა და ნდობა მოიპოვა

1838821
ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის კენჭოსყრაზე 211 ხმით 148 წინააღმდეგ გაიმარჯვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, კონსერვატიულ პარტიაში, რომლის ლიდერიც ის არის, კენჭისყრაზე 211 ხმით 148-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა და ნდობა მოიპოვა.

ჯონსონმა გაიმარჯვა შიდაპარტიული ნდობის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში, რომელიც თურქეთის დროით 20.00-22.00 საათებს შორის გაიმართა, მას შემდეგ რაც დეპუტატების მიერ მის ხელმძღვანელ თანამდებობასთან დაკავშირებით წარდგენილი უნდობლობის წერილის ხელმომწერთა რაოდენობამ 54-ს გადააჭარბა.

ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის კენჭოსყრაზე 211 ხმით 148 წინააღმდეგ გაიმარჯვა.

პრემიერ-მინისტრ ჯონსონს, თავისი პარტიისგან ნდობის გამოცხადების გამო, უნდობლობას 12 თვის განმავლობაში ვეღარ გამოუცხადებენ და კენჭისყრის გამართვას ვეღარ მოითხოვენ.

ჯონსონს, პრემიერ-მინისტრის 10 ნომერ ოფისში კოვიდ-19-ის ეპიდემიის დროს კარანტინის წესების დარღვევით წვეულებების ორგანიზებისთვის აკრიტიკებდნენ.

ბორის ჯონსონი, რომელიც ასევე დააჯარიმეს ერთ-ერთი ამ წვეულებისთვის, მისი პარტიის ზოგიერთმა დეპუტატმა და ოპოზიციამ პარლამენტის მოტყუებაში დაადანაშაულა.



მსგავსი ინფორმაციები