ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

არიან დაშავებულებიც

1837982
ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ონდოს შტატში ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ექიმმა, რომელმაც სახელის დასახელება არ ისურვა,  მედიას განუცხადა, რომ ონდოს შტატის ოვოს რაიონში ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისივე განცხადებით თავდასხმის შედეგად ასევე მრავალი ადამიანიც დაშავდა.

ქვეყნის ეროვნული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა, რომელთა ვინაობის დადგენას ცდილობენ, ონდოს შტატის ოვოს რაიონში ღვთისმსახურების დროს  კათოლიკურ ეკლესიას თავს დაესხნენ.

ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამედ ბუჰარიმ თავდასხმა დაგმო.

„რაც არ უნდა მოხდეს, ეს ქვეყანა არასოდეს მოიხრის ქედს ბოროტების და მოღალატეების წინაშე და სიბნელე ვერასოდეს სძლევს სინათლეს“, განაცხადა ბუხარიმ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში.


საკვანძო სიტყვები: #მსხვერპლი , #თავდასხმა , #ეკესია

მსგავსი ინფორმაციები