ისრაელის სახელმწიფო დაწესებულებებში პალესტინის დროშა იკრძალება

ისრაელის სახელმწიფო დაწესებულებებში პალესტინის დროშა იკრძალება

1836730
ისრაელის სახელმწიფო დაწესებულებებში პალესტინის დროშა იკრძალება

ისრაელის პარლამენტმა (კნესეტმა) დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს პალესტინის დროშების გამოტანას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტებში, მათ შორის უნივერსიტეტებში. ოპოზიციამ, წინა პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უნივერსიტეტებში პალესტინის დროშის გაშლის წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ წარუდგინა.

ისრაელის ოფიციალური მაუწყებლის KAN-ის ინფორმაციით, კანონპროექტი 120-კაციანმა პარლამენტმა 63 ხმით 16-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტის ძალაში შესვლამდე კიდევ 3-ჯერ კენჭისყრაა საჭირო.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ განცხადების გამკეთებელმა ნეთანიაჰუმ აღნიშნა: „ახლა მივიღეთ კანონი, რომელიც კრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაწესებულებებში პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის დროშის დადგმას. ისრაელს აქვს მხოლოდ ერთი დროშა. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ისრაელის სახელმწიფოსთვის, ებრაული სახელმწიფოს მომავლისთვის“.

ცნობისათვის, პალესტინელმა სტუდენტებმა მაისში, ნაკბას დღის ცერემონიების ფარგლებში თელ-ავივიის და ბენ გორიონის უნივერსიტეტების კამპუსებზე გაშალეს პალესტინის დროშები, რამაც  მემარჯვენე ოპოზიციური ჯგუფების მწვავე რეაქცია გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები